ქართული: ალგეთის ეროვნული პარკი ზ.დ-დან 1100-1950 მ-ის სიმაღლეზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მდინარე ალგეთის ხეობის თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილის სამხრეთ ფერდობებს მოიცავს.
ეროვნული პარკის მთავარი შესასვლელი მანგლისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძართან მდებარეობს. აქედანვე იწყება ტურისტული ბილიკი ,,სამეფო ქედი“. მარშრუტი დაბა მანგლისიდან საპიკნიკე ადგილის მიმართულებით, მართალხევის გავლით სოფ. დიდ ნამტვრიანამდე მიდის და სამეფო ქედით, უკან, მანგლისში ბრუნდება. ბილიკზე არსებული გადმოსახედებიდან არაჩვეულებრივად მოჩანს ალგეთის ეროვნული პარკის ხეობა და შერეული ტყით დაფარული მთაგორიანი ხედები.
ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციში შესაძლებელია როგორც გიდის, ასევე ცხენების დაქირავება და ეროვნული პარკის სრულყოფილად დათვალიერება. პარკი ვიზიტორებისთვის ღიაა წელიწადის ნებისმიერ დროს. თუმცა, გადაადგილება დროებით შეიძლება შეიზღუდოს ზამთარის უამინდობის განმავლობაში.
to share – to copy, distribute and transmit the work
to remix – to adapt the work
Under the following conditions:
attribution – You must give appropriate credit, provide a link to the license, and indicate if changes were made. You may do so in any reasonable manner, but not in any way that suggests the licensor endorses you or your use.
share alike – If you remix, transform, or build upon the material, you must distribute your contributions under the same or compatible license as the original.